ფინანსები, გაფართოება და კოოპერატივების განვითარება ქართველი ფერმერებისთვის.

FinExCoop საქართველო

საინფორმაციო ბიულეტენი- აპრილი 2022- გამოცემა 4

კარტოფილის ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში
 
 
კარტოფილის ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოსთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, ის წარმოადგენს მეოთხე კულტურას სიმინდის, ხორბლის და ქერის შემდეგ. კარტოფილის ფართობის დაახლოებით ნახევარს, იკავებს სამცხე-ჯავახეთის მთიანი რეგიონი, ხოლო ქვემო ქართლში, კარტოფილს აწარმოებენ, როგორც მთიან ასევე დაბლობ რეგიონებში საადრეო ჯიშებისთვის.
ჩვეულებრივ, ქართულ სოფლის მეურნეობაში, თითქმის მთელი პროდუქცია უზრუნველყოფილია საოჯახო მეურნეობებით. მაგრამ, საქართველოს სტატისტიკაში არ არსებობს ფორმალური განსხვავება საოჯახო ფერმერულ მეწარმეებს (ფერმერებს), რომლებიც ძირითადად ბაზრისკენ არიან ორიენტირებული და საყოფაცხოვრებო ნაკვეთებს შორის, რომლებიც ძირითადად თვითმოხმარებისთვის მუშაობენ. წაიკითხეთ მეტი...
 
 
ჩვენს შესახებ

4 წლიანი FinExCoop პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) მიერ NIF პროგრამის „Trust Fund“-ის ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის პირდაპირი ENPARD ის მიერ განხორციელებული პროექტი, იგი სრულად კოორდინირებულია ENPARD პროგრამასთან საქართველოში. პროექტის მენეჯმენტი და კოორდინაცია ხდება საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ (AFD) და მას ახორციელებს კონსორციუმი, რომელსაც ხელმძღვანელობს ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლა, Chambre d'Agriculture du Loiret, Mercy Corps-ი და ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) პარტნიორობით. მისი შვილობილი კომპანია Proparco-ს მეშვეობით, AFD ასევე უზრუნველყოფს, სოფლის მეურნეობისთვის ფინანსური ინკლუზიურობის გაუმჯობესებას ორ ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტ, Credo Bank-სა და Microfinance Institution Crystal-სთან ერთად. FinExCoop საქართველო-ს მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ახალი თაობის მცირე და საშუალო ზომის საოჯახო მეურნეობების წარმოშობას, რომელთაც შეუძლიათ იყვნენ კონკურენტუნარიანები: გაუმჯობესებული წვდომით საკრედიტო და სხვა ფინანსურ სერვისებზე, მათ შორის დაზღვევაზე (Fin ანუ ფინანსები); მაღალი პროდუქტიულობით, რომელიც დაკავშირებულია უკეთეს ტექნიკურ ცოდნასთან და უკეთესი დანადგარების და აღჭურვილობის სათანადო გამოყენებასთან (Ex ანუ Extension); მათი მონაწილეობით ბაზარზე ორიენტირებულ კოოპერატივებში ან ნებისმიერ სხვა გაერთიანებებში, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ კოორდინაციას, რათა გააუმჯობესდეს მათი ხელმისაწვდომობა აღჭურვილობაზე და გაზარდონ პროდუქტის ღირებულება უკეთესი შენახვის, დამუშავებისა და მარკეტინგის გზით (Coop ანუ კოოპერატივი).
 
 
FinExCoop-ის სტრატეგიული მხარდაჭერა ფერმერებისთვის

კარტოფილი არის სფერო, რომლის მიმართაც საქართველოს შედარებით დიდი აგრონომიული უპირატესობა გააჩნია. მაღალი მოცულობის და მაღალი ხარისხის წარმოებისთვის, მთავარი კრიტიკული ფაქტორი კარგი თესლის ხელმისაწვდომობაა. მეორე ძირითადი ფაქტორი კი, არის მოსავლის ეფექტური როტაცია მავნებლებისა და დაავადებებისგან თავის დასაცავად. წაიკითხეთ მეტი...
 
FinExCoop-ის ექსპერიმენტული და საჩვენებელი ნაკვეთები


დემო ნაკვეთებთან ერთად განხორციელდა 8 საპილოტე ფერმის შექმნა, რადგან მომხდარიყო სხვადასხვა ჯიშის კარტოფილის და სხვა კულტურების ტესტირება, რომლებიც შედის აგრონომიულ როტაციაში, მოხდა ყველა საპილოტე ფერმის კლიმატური და აგრონომიული პირობების შეფასება. წაიკითხეთ მეტი...
 
 
სწავლება: FinExCoop-ის შესაძლებლობების განვითარების აქტივობები


FinExCoop-ის სასწავლო აქტივობების უმეტესობა, ჩატარდა საერთაშორისო და ადგილობრივი აგრონომების მიერ, რომლებიც ასწავლიდნენ პილოტ ფერმერებს ადგილზე, თავიანთ ნაკვეთებზე. სამწუხაროდ, პანდემიამ შეუძლებელი გახადა დიდი რაოდენობით დემო დღეების გამართვა. წაიკითხეთ მეტი...
 
ტრანსფერი: FinExCoop-ის აქტივობების გამოყენება.
თავისი ქმედებების მდგრადობისა და განმეორებადობის უზრუნველსაყოფად, FinExCoop თვლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სისტემატიურად ხელი შეუწყოს ინოვაციური ჰორიზონტალური კავშირების პოპულარიზაციას კარტოფილის პილოტ ფერმერებს შორის, რომლებიც არიან ნამდვილი საბაზო ლიდერები მათი ღირებულებათა ჯაჭვის ფარგლებში. წაიკითხეთ მეტი...
 
 
  დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკაშირდეთ ელ. ფოსტაზე info@finexcoop.ge ან ტელეფონის შემდეგ ნომერზე +995 599 30 57 58. გთხოვთ ასევე ეწვიოთ ჩვენ ვებ და Facebook. გვერდს.  
 
  ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია FinExCoop-ი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.  
 
 
იხილეთ ბრაუზერში გამოწერაზე უარის თქმა